Monday, August 16, 2010

რა გვინარჩუნებს ძალას

ძირითადი შეხედულებანი და პოზიციები, რომელთა საფუძველზეც დაარსდა ჩვენი ორგანიზაცია. ისინი ჩვენი წარმატების საძირკველს წარმოადგენენ. სწორედ ეს მარადიული ფასეულობები წარმართავენ ჩვენს ქმედებებს, გადაწყვეტილებებსა და ურთიერთობებს, როდესაც ვშრომობთ ჩვენი მისიის შესასრულებდად.

სიმამაცე: ჩვენ ვმოქმედებთ

ჩვენ დავუპირისპირდით ობლებზე ზრუნვის ტრადიციულ მეთოდებს და ვაგრძელებთ ბავშვზე მზრუნველობის განახლებულ მიდგომათა დანერგვას; ვეხმარებთ ბავშვებს, რომელთაც სხვა არავინ ჰყავთ რომ მიმართონ. ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა: დავსვათ შეკითხვები, ვისწავლოთ და ვიმოქმედოთ მთელი მსოფლიოს ბავშვების საკეთილდღეოდ.

ვალდებულება: ჩვენ ვასრულებთ პირობებს

ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა ბავშვების მთელი თაობების ცხოვრების გაუმჯობესებას ეძღვნება. ამ საქმიანობის პროცესში ჩვენ გვასაზრდოებს (არსებობას შესაძლებელს ხდის) ხანგრძლივი ურთიერთობა სპონსორებთან, ჩვენს თანამშრომლებთან და იმ საზოგადოებებთან, რომელთაც ჩვენ ვეკუთვნით. გვჯერა, რომ გრძელვადიანი ვალდებულების საკუთარ თავზე აღებით, ჩვენ გაგვაჩნია მნიშვნელოვანი და მტკიცე ზემოქმედების უნარი.

ნდობა: ჩვენ გვჯერა ერთმანეთის

ჩვენ გვჯერა ერთმანეთის შესაძლებლობებისა და პოტენციალის. მხარში ვუდგავართ და პატივს ვცემთ ერთმანეთს და ვქმნით გარემოს, სადაც ნდობით ვეკიდებით ჩვენს ვალდებულებებს; ურთიერთნდობის ატმოსფეროში ვუზიარებთ გამოცდილებას და ვსწავლობთ ერთმანეთისაგან.

ანგარიშვალდებულება: ჩვენ სანდო პარტნიორები ვართ

1949 წლის შემდეგ ჩვენ შევქმენით ნდობის ფონდი იმ სპონსორებთან, მთავრობებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს მისიას. ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობაა ბავშვების კეთილდღეობის უზრუნველყოფა ზრუნვის მაღალი სტანდარტების გამოყენებით. ამ პროცესში ჩვენ გვევალება მთელი სახსრებისა და რესურსების ბრძნულად, პატივისცემითა და ანგარიშვალდებულებით გამოყენება.

წყარო: „ვინ ვართ ჩვენ“ (საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი)